მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თურქეთის ელჩი - შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს

ნახვები: 454 თურქეთის ელჩი - შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს

შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს პირველ არხს მმართველი გუნდის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიერ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა და აშშ-ის ელჩმა სამაგალითო ძალისხმება გაწიეს მედიაციისა და ფასილიტაციის პროცესში.

„ეს ძალიან კარგი შედეგია. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შედეგი უფრო ადრე დამდგარიყო. მინდა, მივესალმო ჩემი კოლეგების ძალისხმევას, ევროკავშირის წარმომადგენელს და აშშ-ის ელჩს. მათ კარგი და სამაგალითო ძალისხმევა გასწიეს მედიაციისა და ფასილიტაციის პროცესში. შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს. ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველის მოქალაქეებს სჯეროდეთ, რომ დემოკრატიული სისტემა მუშაობს", - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

მისი თქმით, დემოკრატია ვერ იქნება სრულყოფილი, ყველა დემოკრატიას აკლია რაღაც, აქვს პრობლემები, მაგრამ ამ მოდელის უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.

„ეს არის საუკეთესო მოდელი, რაც გაგვაჩნია. ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ვფიქრობ ამ კონცეფციის, ჩვენი ერებისა და ინტერესების საუკეთესოს დაცვის საშუალება არის გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმურობა, რაც არის დემოკრატია. ვულოცავ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროცესში და ველოდებით დემოკრატიული ინსტიტუტების, ტრადიციებისა და დემოკრატიის კულტურის განვითარებას. დემოკრატია არის კულტურა და არა მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენი. ველოდებით, რომ დემოკრატია განვითარდება რეგიონში და საქართველოში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ვართ ამ პროცესის მონაწილეები", - განაცხადა ელჩმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა