თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მაკრონმა უნდა აირჩიოს - რუსული ბიზნესი და ფული ან თავისუფლებისთვის ბრძოლა-ზელენსკი

ნახვები: 627 მაკრონმა უნდა აირჩიოს - რუსული ბიზნესი და ფული ან თავისუფლებისთვის ბრძოლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგულ გამოცემა BFM TV აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რუსულ ფულს, ბიზნესსა და მეორე მხრივ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და სიცოცხლეს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

"გვესმის რუსი ოლიგარქების ფულის გავლენა საფრანგეთის ეკონომიკაზე, შესაბამისად ჩემთვის გასაგებია შიდა წნეხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი -  ბიზნესი, ფული და ეს ისტორია ან თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას ესმის, რუსეთსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო  ბიზნესურთიერთობები და იცის, რომ რუსული ფულის გავლენა საფრანგეთის ეკონომიკაზე დიდია. ამიტომ მისი აზრით, მაკრონი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას.

„მე ვფიქრობ, რომ ის [მაკრონი] რთულ სიტუაციაშია, რადგან ბევრი ბიზნესი საფრანგეთში ორიენტირებულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებზე, ბიზნესსა და ფულზე. ეს ასევე რუსეთსა და საფრანგეთს შორის ისტორიასთანაცაა კავშირში. რუსული ელიტები ხშირად მოდიან საფრანგეთში დასასვენებლად, ნიცაში, კანში... მათ აქვთ ვილები სანაპიროებზ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი და უკრაინა ბოლო წლებში კიდევ უფრო დაახლოვდნენ, რაც დიდწილად მაკრონთან მისი პირადი ურთიერთობითიცაა განპირობებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა