მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ის ახლა თავის სამყაროშია, სჯერა, რომ ომს იგებს-ავსტრიის კანცლერი პუტინზე

ნახვები: 452 ის ახლა თავის სამყაროშია, სჯერა, რომ ომს იგებს-ავსტრიის კანცლერი პუტინზე

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ პუტინს ჰგონია, ომში რუსეთი იგებს. ამის შესახებ ავსტრიის მთავრობის მეთაურმა ამერიკულ ტელეკომპანია „ენბისი“-სთან ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ კარლ ნეჰამერი რამდენიმე დღის წინ პირადად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში.

როგორც ნეჰამერი ინტერვიუში აცხადებს, მისი მოსკოვში ჩასვლის მიზანი იყო პუტინისთვის პირადად ეთქვა, ის, თუ რა ხდება უკრაინის ქალაქებში, რომლებიც რუს სამხედროებს ჰქონდათ ოკუპირებული, მათ შორის ბუჩაში, სადაც ავსტრიის კანცლერი კრემლში ვიზიტამდე იყო ჩასული.

„ერთი მხრივ, პუტინმა მითხრა, რომ ის ითანამშრომლებს საერთაშორისო გამოძიებასთან, ხოლო მეორე მხრივ თქვა, რომ ის დასავლეთს არ ენდობა. ეს სამომავლოდ იქნება დიდი პრობლემა“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

ნეჰამერი აცხადებს, რომ პუტინი „საკუთარ სამყაროშია და ომის საკუთარი ლოგიკა აქვს“.

„პუტინი თვლის, რომ ომი აუცილებელია რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ის არ ენდობა საერთაშორისო საზოგადოებას. ის დონბასის რეგიონში გენოციდში უკრაინელებს ადანაშაულებს. ის ახლა თავის სამყაროშია, თუმცა ვფიქრობ, იცის რაც ხდება“, – აცხადებს ავსტრიის კანცლერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პუტინი მზად, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ ის ომში მარცხს განიცდის, ავსტრიის კანცლერმა უპასუხა, რომ პუტინს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მასობრივი განადგურების იარაღით შეუძლია დაემუქროს მსოფლიოს.

„პუტინს სჯერა, რომ ის ომს იგებს, მაგრამ ჩვენი საუბრის დასასრულს პუტინმა გერმანულად მითხრა, რომ ჯობია ომი დასრულდეს ადრე, ვიდრე გვიან. ამიტომ, ვფიქრობ ის აცნობიერებს, რა ხდება ახლა უკრაინაში. ამიტომ, ჩვენ უნდა ჩავხედოთ მას თვალებში და დავუპირისპიროთ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ამავე ინტერვიუში ნეჰამერმა განაცხადა, რომ ავსტრია საჭირო ბუნებრივი აირის 80%-ს იღებს რუსეთიდან და ამ დამოკიდებულების შემცირებას ვენა სწრაფად ვერ შეძლებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელია. მან ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები კიდევ გამკაცრდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა