მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

შალვა პაპუაშვილი - ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები

ნახვები: 472 შალვა პაპუაშვილი - ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები

ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა და რა მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში განაცხადა, სადაც უკრაინელ კოლეგასთან, რუსლან სტეფანჩუკთან და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რაც დელეგაციამ ირპენსა და ბუჩაში ნახა, არის არაადამიანური აგრესია, რომელსაც საზღვრები არ აქვს.

„მე აქ ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის მიმართ. რასაც ვხედავთ ირპენში და რაც ვნახეთ ბუჩაში, გვაჩვენებს აგრესიას, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს აგრესია არის არაადამიანური, ეს რა თქმა უნდა, გვახსენებს იმ კადრებსა და იმ შეგრძნებებს, რომელიც 2008 წელს საქართველოში კერძოდ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა და რა მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, პასუხი ამ აგრესიასა და სისასტიკეზე უნდა იყოს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კანონისმიერი.

„შესაბამისად, საქართველომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მხარი დაუჭირა აპლიკაციას. ჩვენც თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სწრაფად მიიწევს წინ ომის დანაშაულის გამოძიებაში, რომელიც აქ არის ჩადენილი. ასევე, ეს არის ჩვენი სამწუხარო გამოცდილება და მინდა, გაგიზიაროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების დოკუმენტირება. ჩვენ ვხედავთ ირპენშიც და ბუჩაშიც, რომ საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან მუშაობენ, რათა ყველა ფაქტი კარგად იყოს დოკუმენტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოსთვის, მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტი კანონით შესაბამისი პროცედურებისთვის. მე აქ ვარ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად და მთელი დელეგაციის სახელით, მინდა, გამოვხატო სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცების, ხელისუფლების და პირადად ჩემი კოლეგის მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში შედიან ვიცე-სპიკერები – არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა