მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს- ზელენსკი

ნახვები: 453 მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს- ზელენსკი

მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს, რადგან არაფრად აგდებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.

„არა მხოლოდ მე, მთელი მსოფლიო, ყველა ქვეყანა უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან ეს შეიძლება, არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება, იყოს სიმართლე. მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია. უნდა ვიფიქროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, მზად უნდა ვიყოთ; მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა