4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პენტაგონი ხომალდ "მოსკვაზე" აფეთქებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გემი არ ჩაძირულა

ნახვები: 508 პენტაგონი ხომალდ "მოსკვაზე" აფეთქებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გემი არ ჩაძირულა

პენტაგონის პრესსპიკერი, ჯონ კირბი CNN-თან ადასტურებს, რომ რუსულ კრეისერ მოსკვაზე აფეთქება მოხდა, თუმცა ამბობს, რომ გემი არ ჩაძირულა.

 

კირბის თქმით, აშშ ჯერ ვერ შეაფასებს, გემს ესროლეს თუ არა რაკეტა.

 

"ჩვენ არ ვართ ზუსტად დარწმუნებულნი, რა მოხდა იქ. ჩვენი შეფასებებით, იყო სულ მცირე ერთი აფეთქება, საკმაოდ ძლიერი, რომელმაც გემს მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენა", - თქვა კირბიმ.

 

უკრაინაში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კრეისერს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და გემი ჩაიძირა. ამავე დროს, რუსეთი აცხადებს, რომ გემზე საბრძოლო მასალა აფეთქდა, რის შემდეგაც წყლის ზედაპირზე რჩება.

 

"ჩვენ ვაფასებთ, რომ გემს შეუძლია თავისი გზით გადაადგილება და ის ამას აკეთებს; ვფიქრობთ, რომ აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. მას სავარაუდოდ სევასტოპოლში გადაიყვანენ შესაკეთებლად, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, რამ გამოიწვია ეს", - დაამატა კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა