ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

მოღალატეების ფრთის, „ომის პარტიის“ ადგილი არც საკრებულოში და არც უმაღლეს საბჭოში არ არის-თორნიკე რიჟვაძე

ნახვები: 525 მოღალატეების ფრთის, „ომის პარტიის“ ადგილი არც საკრებულოში და არც უმაღლეს საბჭოში არ არის-თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა ფაქტს, რომ გუშინ, 12 აპრილს ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ახალარჩეულ დეპუტატ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ეცნოთ და აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე, კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა.

რიჟვაძის თქმით, მოღალატეების ფრთის – „ომის პარტიის“ ადგილი არც საკრებულოში და არც უმაღლეს საბჭოში არ არის. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ დიდად არ უნდა ინერვიულონ, დაესწრებიან თუ არა ისინი საკრებულოს სხდომას.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკრებულოს გამართულ მუშაობას წინ არაფერი უდგას.

„მინდა, გითხრათ და გაგახაროთ, რომ ყველაფერი მიდის ჩვენი გეგმის შესაბამისად. რაც შეეხება ოპოზიციას, განსაკუთრებით, რადიკალურ ნაწილს – მოღალატეების ფრთას, „ომის პარტიას“, ჩემი აზრით, მათი ადგილი არ არის არც საკრებულოში, არც უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, მათი ადგილი, კარგ შემთხვევაში, არის ქუჩაში, ცუდ შემთხვევაში – ციხეში. ამიტომ დიდად არ უნდა ვინერვიულოთ არც ჩვენ, არც ბათუმელებმა, გადაწყვეტენ თუ არა ისინი შემოსვლას შესაბამის პოლიტიკურ და მუნიციპალურ ორგანოში. დარწმუნებული ვარ, შემოვლენ კი არა, ძალიან მალე შემოცუნცულდებიან, როგორც ეს გააკეთეს უმაღლეს საბჭოში. ამდენად, გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. თქვენ ნახავთ, რომ საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ არაფერი უდგას. პოზიცია არის ძალიან მყარი და ნათელი – ვმოქმედებთ შემდეგი 10 წლის გეგმის შესაბამისად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, ვინ რას გადაწყვეტს ჩვენი ოპოზიციიდან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, მარტივია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ, რამდენად აძლევთ ხელს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუალედურ არჩევნებზე გამოხატული ნდობისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას ბათუმელებს იმ დიდი და უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს ბოლო არჩევნებში. შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ბათუმელების წინაშე, რომ ყოველდღიურად როგორც მთავრობამ, ასევე განსაკუთრებით ბათუმის მუნიციპალიტეტმა, როგორც მერიამ და საკრებულომ, იზრუნონ მათი გამოწვევებისა და ბათუმის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა