მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, ჩამოვიდეს უკრაინაში-რუსლან სტეფანჩუკი

ნახვები: 452 შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, ჩამოვიდეს უკრაინაში-რუსლან სტეფანჩუკი

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში. მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერში“ წერს.

 

სტეფანჩუკი აცხადებს, რომ ქართველი პარლამენტარების ვიზიტი დაადასტურებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს.

 

„შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში. მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია. ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტარებს საშუალებას მისცემს, საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს!“ – წერს რუსლან სტეფანჩუკი.

 

რუსლან სტეფანჩუკთან საუბრის შესახებ დღეს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც და აღნიშნა, რომ კოლეგას რაც შეიძლება მალე შეხვდება. „შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“, – წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი.​

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა