მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესი დღეა-ვახტანგ მახარობლიშვილი

ნახვები: 452 ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესი დღეა-ვახტანგ მახარობლიშვილი

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესი დღეა.

 

„ევროპულმა მხარემ დღეს საქართველოს გადმოგვცა კითხვარი. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ევროკომისიამ საკმარისად შემჭიდროვებულ ვადებში მოამზადა და ის დოკუმენტია, რომლის საფუძველზე და იმ პასუხების საფუძველზე, რასაც ქართული მხარე გასცემს, ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთნ დაკავშირებით“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

მახარობლიშვილის თქმით, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ პირველ რიგში ევროკომისიასთან, რომელიც იმუშავებს საქართველოს პასუხებზე და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს, აგრეთვე მჭიდროდ ითანამშრომლებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომლებმაც ბოლო პერიოდში შეავსეს ანალოგიური დოკუმენტი.

 

„რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება პირველ რიგში ევროკომისიასთან, ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს ჩვენს პასუხებზე და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. ამ კონტექსტში გამოვყოფდი იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში შეავსეს ანალოგიური დოკუმენტი. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მიშვნელოვანი იქნება მათი გამოცდილება, რეკომენდაციები და რჩევები, თუ როგორ და რა ფრომით მოხდეს ჩვენ მიერ შესაბამისი დოკუმენტის შესრულება“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა