მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 456 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან-მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან.

„საპარლამენტო უმრავლესობაში როდესაც ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილზე, რომელზეც მდინარაძემ აღნიშნა, რომ წერილში მოტანილ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას პასუხი არ მიუღია.

„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, მოგეხსენებათ, რომ დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მოტანილ არც ერთ საკითხთან, კითხვასთან, თხოვნასთან, თუნდაც მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ კონკრეტულ მოცემულობაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან, რატომ დაგვაბრალეს ბოლო დროს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია. რატომ გაიწვიეს ელჩი მაშინ, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. დღესაც ნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოსნაირი დახმარება არავის გაუწევია უკრაინისთვის, მაგრამ ეს პირობითად მეორეხარისხოვან თემად ჩავთვალოთ, რადგან საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შეძლების მაქსიმუმის ზღვარზე მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ამ ყველაფერზე ჩვენ პასუხი ჯერ არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას ასევე არ აქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა