მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მეუფე სტეფანეს ტაძარში არ უშვებენ

ნახვები: 452 მეუფე სტეფანეს ტაძარში არ უშვებენ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებბმა და მრევლმა არ შეუშვეს - მეუფეს ტაძარი დაკეტილი დახვდა. 

„მიგვაჩნია, რომ ის არის უღირსი მღვდელმთავარი, იმიტომ, რომ მან რაც გააკეთა, დღესაც კიდევ დანაშაული დანაშაულს დაამატა, სამ რაღაცაზე პასუხი უნდა გასცეს ჯერ - რატომ ამიკრძალა ტრაპეზთან მიახლება, მეუფე პეტრეს საშინელი ცილი დასწამა და აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, სანამ მიწაში არ ჩავა ამაზე პასუხი გასაცემი ექნება, და მესამე, მან ჩემი აღსარება გასცა", - აცხადებს გადაყენებული წინამძღვარი, მამა დანიელი. 

დაპირისპირებას მეუფე სტეფანემ და მისმა თანმხლებმა პირებმა გალობით უპასუხეს.

ცნობისთვის: 24 მარტს, მეუფე სტეფანესა და მამა ათენოგენს შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მეუფე სტეფანეს ბრალდებები გახდა, რომელმაც თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს გერმანიაში შვილი ჰყავს. ამის შემდეგ, მარტვილის ეპარქიაში მსახური სასულიერო პირების ნაწილმა კანცელარიაში სპეციალური განცხადება შეიტანეს და მოითხოვეს, რომ მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა დაამტკიცოს მეუფე პეტრე (ცაავას) წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა