4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ არჩევნებს-ჰარცელი

ნახვები: 508 ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ არჩევნებს-ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი არ ცნობს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ არჩევნებს.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს.

"ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება.

ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

აღსანიშნავია, რომ ასევე აშშ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს.

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამას ვერ შეცვლის ვერც ე.წ არჩევნები და ვერც ე.წ რეფერენდუმი.

ოკუპირებულ ცხინვალში გამართული არასამართლებრივი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს ლიეტუვამ და ლატვიამაც. ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ის" ლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი.

ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა.

რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა