მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო

ნახვები: 446 5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო

5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, გასულ კვირას წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო.

ამის შესახებ უკრაინაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პასლაკ ხუნდტმა Sky News-თან თქვა.

მისი განცხადებით, წითელი ჯვრის მანქანები მარიუპოლიდან 20 კილომეტრში შეაჩერეს.

ხუნდტმა ასევე თქვა, რომ დევნილებმა კერძო მანქანებით შეძლეს, შეერთებოდნენ წითელი ჯვრის დროშის ქვეშ მოძრავ კოლონას. ამ გზით 1000-მდე ადამიანმა მიაღწია ზაპოროჟიეს.

"უახლოეს დღეებსა და კვირებში კიდევ ბევრი მსგავსი ოპერაციის ჩატარება გახდება საჭირო რუსეთის და უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაციით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაცია". - თქვა მან.

ქალაქი მარიუპოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. დახოცილია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილობრივებს რუსები სასტიკად უსწორდებიან, ბევრი მათგანი სარდაფში შიმშილით და უწყლობით იხოცება. რუსეთი ხელს უშლის ადგილობრივების ევაკუაციას და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა