მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

12 კილომეტრიანი რუსული სამხედრო კოლონა ხარკოვისკენ მიემართება

ნახვები: 448 12 კილომეტრიანი რუსული სამხედრო კოლონა ხარკოვისკენ მიემართება

სატელიტურმა ფოტოებმა აჩვენა რუსების სამხედრო კოლონა, რომელიც ხარკივისკენ მიემართება.

CNN-ის ცნობით, ფოტოები 8 აპრილს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ველიკი ბურლუკ-შია გადაღებული. ქალაქი ხარკივს აღმოსავლეთით ესაზღვრება.

კოლონის სიგრძე 12 კილომეტრია.

ფოტოებზე ჩანს ჯავშანტექნიკა, ტანკები, არტილერია და დამხმარე აღჭურვილობა.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით რუსულ ჯართან დიდი ბრძოლები და რუსეთის მხრიდან დაბომბვებია მოსალოდნელი.

8 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის უფროსმა CNN-ს უთხრა, რომ რუსულ ჯარში გადაჯგუფებები მიმდინარეობს - ისინი რუსეთ-უკრაინის საზღვართან ინაცვლებენ და ხარკივზე შეტევას გეგმავენ. მათივე განცხადებით, მთელი რუსული არმიის ფოკუსი სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე გადავა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდამსხმელი ქვეყნის 64-კილომეტრიანი სამხედრო კოლონა, რომელიც ტანკებისგან, ჯავშანტექნიკისგან და არტილერიისგან შედგებოდა და დედაქალაქ კიევისკენ მიემართებოდა, უკრაინულმა არმიამ გაანადგურა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა