მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პრივატიზაცია ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის გამო ჩაიშალა - სახელმწიფო კომპანიები ვერ გაიყიდა

ნახვები: 448 პრივატიზაცია ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის გამო ჩაიშალა - სახელმწიფო კომპანიები ვერ გაიყიდა

"გაცნობებთ, რომ 2021 წლის 13 აპრილს, 16:30-დან 17:45-საათამდე ინტერვალში ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge დაფიქსირდა ტექნიკური შეფერხება, რის შედეგადაც მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო ვებგვერდზე სასურველი მოქმედებების განხორციელება",- ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სისტემის ტექნიკური ხარვეზის გამო ვებგვერდზე ტრანზაქციების დაფიქსირება შეუძლებელი იყო, რის გამოც უწყება გუშინ დასრულებულ აუქციონებს 2 დღით გაახანგრძლივებს.

საპრივატიზაციოდ გამოტანილი სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც არ გაიყიდა:

1. შპს "ზუგდიდის ფარმაცია" (ს/ნ 219984596) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 306,000 ლარი

2. შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა" (ს/ნ 204379074) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 266,000 ლარი
3. შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი" (ს/ნ: 211327410) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 246,000 ლარი
4. სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის" (ს/კ 219983908) 51%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,014,000 ლარი
5. შპს "საზღვაო ტექსერვისი" (ს/კ 245431206) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 2,263,800 ლარი
6. სს ,,ხაშურის მინის ტარა'' (ს/ნ: 243855734) კომპანიის კაპიტალის 23%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 747,200 ლარი
7. შპს „დემეტრე 96"-ის (ს/ნ 205221614) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 3,921,000 ლარი
8. შპს „თერმული წყლები" (ს/კ 404419214) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,511,000 ლარი
9. შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი. ობიექტის საწყისი ფასი 399,000 ლარი.

10. ე.წ. "რიყის დოქები" საწყისი ფასი 71.2 მილიონი ლარი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა