War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის-გიორგი გახარია

ნახვები: 431 გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის-გიორგი გახარია

გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის, მაგრამ ჩვენი გონიერება უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, განსაკუთრებით, საქართველოს მოქალაქისთვის უაღრესად მტკივნეულია. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არ არის პრაგმატიზმი, ეს არის საქციელი, რომელსაც არანაირი გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება. მინდა, ყველა ჩვენგანს ვუთხრა, დღეს უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იმ ადამიანების ხსოვნა, ვინც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის, მარტო პრაგმატიზმი არსად არ მიგვიყვანს.

საქართველოს მთავრობა, თითოეული მოქალაქე მორალურად ყოველთვის უნდა იყოს იქ, სადაც შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც იბრძვის დღეს, ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვისაც. ყველანაირად. რითიც შეგვიძლია, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი გონიერება მდგომარეობს და უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა