მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეხუთე პაკეტი დააანონსა

ნახვები: 452 ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეხუთე პაკეტი დააანონსა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მეხუთე პაკეტი დააანონსა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციების ახალი პაკეტი კიდევ უფრო მეტად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას.

„სანქციების ოთხმა პაკეტმა მძიმე დარტყმა მიაყენა და შეზღუდა კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს, მაგრამ აშკარაა, რომ მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ზეწოლა. ამიტომ დღეს ჩვენ გთავაზობთ ჩვენი სანქციების წინ წაწევას. ჩვენ მათ გავაფართოვებთ და უფრო მკვეთრს გავხდით, რათა კიდევ უფრო იმოქმედონ რუსეთის ეკონომიკაზე", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ის სფეროები დაასახელა, რომლებზედაც სანქციების მეხუთე პაკეტი გავრცელდება.

„პირველია რუსეთიდან წელიწადში ოთხი მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს ამცირებს; მეორე - ტრანზაქციის სრული აკრძალვა ოთხ ძირითად რუსულ ბანკზე, მათ შორის სიდიდით მეორე, „ვითიბი" ბანკზე. ეს ოთხი ბანკი რუსეთის საფინანსო სექტორის 23 პროცენტს მოიცავს; მესამე - რუსეთის გემებს აეკრძალებათ ევროკავშირის პორტებზე დაშვება, აკრძალვები ასევე შეეხება გადაუდებელი აუცილებლობის პროდუქციას, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტს; მეოთხე - ათი მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტის აკრძალვები რუსეთისთვის საჭირო სფეროებში, როგორიცაა კომპიუტერები, ნახევრადგამტარები და სატრანსპორტო აღჭურვილობა; მეხუთე - 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების სპეციფიკური იმპორტის აკრძალვები, რითაც რუსეთსა და რუს ოლიგარქებს შეეზღუდებათ ხისგან, ზღვის პროდუქტებისგან და ალკოჰოლური სასმლისგან თანხის მიღება; მეექვსე - ჩვენ ვიღებთ მიზანმიმართულ ზომებს, რომლებიც აკრძალავს რუსეთის კომპანიების მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში და გამორიცხავს ყოველგვარ ფინანსურ მხარდაჭერას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა