კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ზალკალიანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ვიმედოვნებ, ეფექტური ელჩი იქნება-გრიგოლ ვაშაძე

ნახვები: 597 ზალკალიანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ვიმედოვნებ, ეფექტური ელჩი იქნება-გრიგოლ ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეფექტური ელჩი იქნება.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს არ იცნობს. ვაშაძის განმარტებით, ილია დარჩიაშვილს დიპლომატიურ სამსახურში მის დროს არ უმუშავია.

„არის თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ელჩობა დაქვეითება? - არავითარ შემთხვევაში, ამის უზარმაზარი პრაქტიკაა. რამდენიმე მაგალითიდან რომ ამოვირჩიო, ასეთია კარლ ჰარცელი საქართველოში. შემიძლია, ასეთი 15 მაგალითი მოგიყვანოთ. დავით ზალკალიანი საკადრო დიპლომატია, უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ოთხი წლის განმავლობაში, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შეგშურდებათ, ისეთი ხარისხის და რაოდენობის ინფორმაცია მისდიოდა. იმედი მაქვს, ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში. მით უმეტეს, დღევანდელ საშინელ პერიოდში, როცა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მართლწესრიგი გაქრა. ასევე, როცა საერთაშორისო ურთიერთობებში ერთადერთი არგუმენტი ბირთული იარაღი გახდა, საქართველოს, როგორც არასოდეს, ისე სჭირდება ეფექტურად მომუშავე საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, ასეთ რთულ დროს რამდენად სწორია საგარეო მიმართულებით საკადრო ცვლილების განხორციელება, ვაშაძე პასუხობს: „ერთ კლასიკურ ნაწარმოებშია ნათქვამი - „ცა ანგელოზებს დავუტოვოთ, ჩვენ, როგორც მარქისტებმა, მიწაზე ვიმუშაოთ". რაც მოხდა, მოხდა. კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში იყოს ნორმალური, ეფექტური, ტექნიკური და პროდასავლური მთავრობა, რომელიც ქვეყანას 2024 წლის არჩევნებამდე მიიყვანს".

დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა