მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ნამახვანჰესის“ პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 448 „ნამახვანჰესის“ პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად-ლევან დავითაშვილი

„ნამახვანჰესის" პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ რეალურად გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი და ეს სამწუხაროდ არის გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მიერ. აქ არ ვსაუბრობ, რომ იყო მხოლოდ ერთი რგოლის პრობლემა. იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, მათ შორის ინვესტორი მხრიდან. ასევე ვფიქრობ, იყო გადამეტებული და გარკვეულწილად უპასუხისმგებლო ქმედებებიც ზოგიერთი ჯგუფის მიერ, რომელმაც ასევე ნეგატიურად იმოქმედა პროექტის გაგრძელებაზე და გარკვეული რისკები შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით. თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად. მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო ბევრი მსჯელობა და ბევრ კითხვას პასუხი გაეცა. ამიტომ ამაზე ბევრი საუბარი არაა საჭირო. ყველაზე მეტად საჭიროა ქმედებები.

საჯარო სახელმწიფო თანამონაწილეობას რაც შეეხება, დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, ენერგეტიკული პროექტები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას და ასეც იქნება. ეს იქნება ერთ-ერთი კომპონენტი იმ ახალი ინიციატივების, რაზეც პრემიერი საუბრობდა",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა