4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ნახვები: 486 ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.

კალანდარიშვილის თქმით, როგორც ბათუმში, ასევე რუსთავსა და გარდაბანში ყველა უბანია დათვლილი.

„გაგაცნობთ არჩევნების წინასწარ შედეგებს – ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. №5 მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 3 244 ხმა – 30.98%; №41 რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 7 225 ხმა – 69.01%.

რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. №34 მამუკა ტუსკაძე „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“  – 2 634 ხმა- 6.95%; №41 ირაკლი შატაკიშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 34 333 ხმა, 90.61%; №59 კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 923 ხმა, 2.43%“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა