მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსეთი დასავლეთისთვის გაზის მიწოდებას აპრილიდან დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს-პესკოვი

ნახვები: 455 რუსეთი დასავლეთისთვის გაზის მიწოდებას აპრილიდან დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს-პესკოვი

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი "არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის მიწოდებას დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს.

გუშინ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულების, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ქვეყანას პირველი აპრილიდან გაზისთვის რუბლით გადახდას ითხოვს.

„გუშინ მე ბევრი კითხვა მივიღე იმასთან დაკავშირებით ეს ნიშნავს თუ არა, რომ თუ რუბლზე თანხმობა არ იქნება გაზის მიწოდება 1 აპრილიდან შეწყდება? არა, ეს ამას არ ნიშნავს და ეს არ გამომდინარეობს განკარგულებიდან. თუმცა დეტალების შესახებ სჯობს, გაზპრომს მიმართოთ", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით მიწოდების დღეს შესრულებული გადახდების შესაბამისი პროდუქტების გაგზავნის ვადა აპრილის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდეა.

გუშინ გამოქვეყნებული ახალი დადგენილების მიხედვით გაზპრომბანკი დასავლელი გაზის შემძენების სახელით ახალ ანგარიშებს გახსნის და მათ ევროებსა და დოლარებს რუბლში გადაიყვანს და სხვა ანგარიშზე განათავსებს, რასაც შემდეგ გაზპრომისთვის რუბლში გადახდისთვის გამოიყენებს.

პესკოვმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ გაზის რუბლში გაყიდვის გადაწყვეტილება მომავალში შესაძლოა გაუქმდეს, მაგრამ ახლა რუსეთისთვის უმჯობესია რუბლში მიიღოს გადახდები.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი რუსული გაზისთვის მხოლოდ ევროში გადაიხდის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა