მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

უკრაინელმა სამხედროებმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს -უკრაინის გენშტაბი

ნახვები: 453 უკრაინელმა სამხედროებმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს -უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ყოველდღიური მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარღებულ ძალებს კიევისა და ჩაერნიგოვის ოლქში გარკვეული წარმატებები აქვთ. გენშტაბის ინფორმაციით, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს კონტროლი.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი დემიდოვის, დიმერის, ლიტვინოვკას, გავრილოვკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევოეს, გლებოვკას, იასნოგოროდკას, ტალაკუნის, სუხოლუჩიეს, ლიპოვკას, გავრონშჩინას, მაკოვიშჩეს, მიკოლავკას და ხმელნაიას დასახლებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

„რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკვე დაკავებული პოზიციების დაცვაზე, ჯარების გადაჯგუფებასა და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაყვანაზე საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად. ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ემზადება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დამატებითი დანაყოფების (რეზერვების) უკრაინის ტერიტორიაზე გადასაყვანად საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად. შეიმჩნევა შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება ცენტრალურ სამხედრო ოლქშიც, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, - აღნიშნავენ გენშტაბში.

თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები ძირითად ძალისხმევას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში შეტევითი ოპერაციის ჩატარებისკენ მიმართავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა