ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი კობახიძე: უკრაინისთვის და საქართველოსთვის ასეთ მძიმე ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

ნახვები: 475 ირაკლი კობახიძე: უკრაინისთვის და საქართველოსთვის ასეთ მძიმე ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

არც შეხვედრის მონაწილეებს და არც მე არ გვაქვს იმის უფლება, რომ დახურული შეხვედრის დეტალები გავასაჯაროოთ, მაგრამ როგორც ვიცი, თინა ბოკუჩავამ სათანადო პასუხი მიიღო, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორი იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი თინა ბოკუჩავას მიმართ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და პოლონეთში გადაყვანის საკითხი დააყენა.

„ყველა შემთხვევაში და მით უმეტეს, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ასეთ მძიმე ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს კაცი ციხის გარეთ აუცილებლად გახდება დამატებითი პრობლემა, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. უკრაინა დღეს ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია და მას კიდევ უფრო დაუმძიმებს მდგომარეობას. საქართველოს აქვს მძიმე რეგიონული ფონი და შეიძლება, ეს ფონი კიდევ უფრო დამძიმდეს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გარეთ დარჩება. მისი ჩამოსვლის მიზანიც ხომ დამძიმება იყო?! მას უნდოდა, თავისუფლად ყოფილიყო საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით, რომ ვითარება დაემძიმებინა და ახლაც, მისი გათავისუფლების ერთადერთი მიზანი არის ვითარების დამძიმება, ამ შემთხვევაში ორ ქვეყანაში, საქართველოში და უკრაინაში. რა თქმა უნდა, ის გაორმაგებული ძალისხმევით შეეცდება იმ მიზნის მიღწევას, რომელიც აქვს მის პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია და ისინი შეეცდებიან, სააკაშვილის გარეთ ყოფნის შემთხვევაში კიდევ უფრო გაორმაგებული ძალისხმევით აწარმოონ ომის კამპანია და ამ ქვეყანაში მოაწყონ დამატებითი პროვოკაციები. ბუნებრივია, ჩვენ მათ ამის საშუალებას ვერ მივცემთ. ჩვენ დამატებითი საფრთხეებისგან უნდა დავიცვათ, როგორც საქართველო, ასევე უკრაინა“, – განაცხადა კობახიძემ.

ინტერესდებიან თუ არა საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხით და ისმება თუ არა კითხვები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაზეც კითხვები ისმება, არის უფლებების დაცვა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია.

„ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, ბუნებრივია. ნებისმიერი პატიმრის უფლებები სათანადოდ უნდა იყოს დაცული. მათ სორის, სააკაშვილიც არის ერთ-ერთი პატიმარი და მისი უფლებებიც უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამის მიღმა დისკუსია არ წარიმართება“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა