მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სალომე ზურაბიშვილი -ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს

ნახვები: 448 სალომე ზურაბიშვილი -ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს

ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თავად მხარს უჭერს უკრაინას და მმართველი პარტია არა და ეს ხომ არ აქცევს მას და საქართველოს მთავრობას დაპირისპირებულ მხარეებად, პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო უერთდება უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ყველა რეზოლუციას.

„ჩემი აზრით, გადამეტებულია იმის თქმა, რომ ჩემსა და საქართველოს მთავრობას შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. შეიძლება, სხვაობა იყოს ლექსიკაში, რომელსაც მთავრობა იყენებს. თბილისში თუ ჩამოხვათ, დაინახავთ, რომ ხალხი მხარს უჭერს უკრაინას. ქალაქში ბევრი უკრაინული დროშაა და ბევრი ინიციატივა მოდის მოქალაქეებისგან იმის დემონსტრირებისთვის, რომ ქართველები უკრაინის სოლიდარულები არიან. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს რაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ეხება. ეს ღიმილისმომგვრელია, რადგან საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლია. არის ბევრი სხვა ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს მეხუთე მუხლი იცავს, შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარება და ამას აკეთებენ კიდეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რაც შეუძლიათ. ამ კუთხით მე დავეთანხმები უკრაინის პრეზიდენტს და ვიტყვი, რომ რომელ ქვეყნებსაც შეუძლია მეტი სამხედრო დახმარების გაწევა უკრაინისთვის, მათ ეს უნდა გააკეთონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა