მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს-ბორის ჯონსონი

ნახვები: 455 ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს-ბორის ჯონსონი

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თემთა პალატაში კომიტეტის შეხვედრის დროს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კანონმდებლებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა, რომ საბოლოო შედეგი არა მხოლოდ უკრაინიდან რუსების გასვლა, არამედ კრემლიდან პუტინის წასვლაა, რაზეც ბორის ჯონსონმა განაცხადა:

„სრულიად გასაგებია, რომ ეს არ არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანი. ჩვენ უბრალოდ მივისწრაფვით დახმარებისკენ, რათა დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ისინი სრულიად ბარბაროსული და უსაფუძვლო ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ", - აღნიშნა ჯონსონმა.

პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე უნდა მკაცრდებოდეს, ვიდრე უკრაინას რუსული ძალები სრულად არ დატოვებენ.

„მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ დიდი შვიდეულისგან სანქციების მარტივად მოხსნას მოელით, რადგან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება მოქნილი პროგრამით, ვიდრე მისი ჯარი უკრაინიდან არ გავა", - განაცხადა ჯონსონმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა