თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

„ძალიან ვარ შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი მოპყრობით, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს“ - ფოტიგას წერილი ბორელს

ნახვები: 625 „ძალიან ვარ შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი მოპყრობით, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს“ - ფოტიგას წერილი ბორელს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართავს.

​"3 მარტს საქართველოს მოსახლეობისა და აბსოლუტური უმრავლესობის თხოვნითა და 2003 წლიდან დაწყებული საქართველოს ყველა მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ შემოიტანა განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მე ძლიერ მივესალმები.

პრინციპულად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ამ მიმართულებით, მე ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი მოპყრობით, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. მე ვუერთდები მრავალრიცხოვან მოწოდებებს, რომ სააკაშვილს მოექცნენ ღირსეულად და სამართლიანად და თავი იქნას შეკავებული ღირსების შემლახველი ქმედებებისა და პოლიტიკური შურისძიებებისგან. მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ, ექიმებმა და დიპლომატებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა და მე-3 პრეზიდენტის მიმართ ციხეში მოპყრობის გამო, რაც პროვოცირებულია რუსეთთან კავშირებისა და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური გავლენის მქონე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.

დამატებით, ეს არაფორმალური კავშირები იწვევს ქართული ოცნების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას უკრაინის მიმართაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.

ნუთუ მე-3 პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური შურისძიებისა და ღირსების შელახვის მოპყრობა შეესაბამება ევროპულ ფასეულობებს, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის?

ეთანხმებით თუ არა რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ ითამაშა დადებითი როლი ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების ჩატარების საქმეში და იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ ცნობილი ქართველი ოლიგარქის მიმართ ანალოგიური სანქციები ასევე პოზიტიურ შედეგს მოიტანს?" -წერს ფოტიგა ბორელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა