მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პრეზიდენტის განცხადების ტონი ცოტა ხისტია-გია ვოლსკი

ნახვები: 453 პრეზიდენტის განცხადების ტონი ცოტა ხისტია-გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადების ტონი ცოტა ხისტია, მაგრამ ფაქტია, რომ ელჩობის რამდენიმე კანდიდატია, ვისზეც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის თანხმობა არ მიუღია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კომპეტენციათა დავა დემოკრატიული სამყაროსთვის უჩვეულო არ არის.

„კონსტიტუციით გადანაწილებულია უფლებამოსილებები და თუ რომელიმე ნორმა არ სრულდება, მთავრობა იქნება, პრეზიდენტი თუ პარლამენტი, საშუალება უნდა ჰქონდეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ნებისმიერ საკონსტიტუციო ორგანოს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს არა ვინმეს გამტყუნებისთვის, არამედ განმარტებისთვის, რას წარმოადგენს კონსტიტუციური მოთხოვნა ამა თუ იმ ორგანოს მიმართ. სკანდალს მოწყურებული მედია სივრცე ამ ვითარებას წარმოადგენს როგორც უბედურებას, მაგრამ დემოკრატიული სამყაროსთვის არაფერს ნიშნავს, რომ ორ სტრუქტურას კონკრეტულ თემაზე ან განმარტებაზე განსხვავებული აზრი ჰქონდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

29 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

თავის მხრივ, საპასუხო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშულია, რომ „ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა. ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა