War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

სჯობს, პრეზიდენტის მხრიდან კონუნიკაცია იყოს პრემიერთან, ვიდრე საჯარო განცხადებებით-მაჭარაშვილი

ნახვები: 431 სჯობს, პრეზიდენტის მხრიდან კონუნიკაცია იყოს პრემიერთან, ვიდრე საჯარო განცხადებებით-მაჭარაშვილი

სჯობს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია იყოს არა საჯარო წერილებით, არამედ უშუალოდ პრემიერთან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ელჩების დანიშვნის საკითხი ამგვარი კომუნიკაციით უფრო მოგვარდება.

„იყო ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნას ხელს არ აწერდა. ამის გამოგონება არაფერში დასჭირდებოდა მთავრობას, ამის მიზეზი ბუნებაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არ მესმის, პრეზიდენტის განცხადება. პრეზიდენტს შეუძლია, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია დაამყაროს, გაარკვიოს, როდის ხდება ელჩების კანდიდატურების გაგზავნა მთავრობის მხრიდან და როდის ხელმოწერა. ალბათ სჯობს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია იყოს არა საჯარო წერილებით, არამედ უშუალოდ პრემიერთან. სჯობს, პრეზიდენტის მხრიდან კონუნიკაცია იყოს პრემიერთან და ეს საკითხი ასე უფრო მოგვარდება, ვიდრე საჯარო განცხადებებით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

29 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

თავის მხრივ, საპასუხო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშულია, რომ „ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა