War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

„ლელო“ გამოდის ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადასაწყვეტად კონკრეტული ვადა დაწესდეს

ნახვები: 431 „ლელო“ გამოდის ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადასაწყვეტად კონკრეტული ვადა დაწესდეს

პარლამენტში „ლელოს" საპარლამენტო გუნდმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შესატანად.

ინიციატივა გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია „ლელოს" საპარლამენტო გუნდის წევრი თორნიკე ართქმელაძე. ინიციატივა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა წარადგინა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის დღევანდელი რედაქციით, სასამართლოსთვის დადგენილია მხოლოდ საქმის განხილვის და არა გადაწყვეტის გამოტანის ვადა. სამწუხაროდ, არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში არ აცხადებს გადაწყვეტილებას. ასეთი გახმაურებული საქმეა მაგალითად: ე.წ. კაბელების საქმ, ე.წ. მოსმენების საქმე, პანდემიის მართვასთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საქმე. როგორც წესი, ეს ხდება პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე ან ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მთავრობას აქვს ინტერესი. ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი. სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ საქმის განხილვას, აუცილებელია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას დროულად, რადგანაც მოქალაქეებს ლოგიკურ ვადაში შეეძლოთ თავიანთი სადავო უფლებების აღდგენა. სხვა შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ხდება ფიქცია და ის ვერ ჩაითვლება სათანადოდ განხორციელებულად. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი ცვლილებაც აუცილებელია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა