4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ეს არის მოწოდება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს-მდინარაძე

ნახვები: 486 ეს არის მოწოდება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს-მდინარაძე

რასაც ჩვენ თვეზე მეტია ვამტკიცებთ ფაქტებზე და რეალურ, რელევანტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ის ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა სამწუხაროდ დანილოვმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, მსგავსი მოწოდება მიზნად ისახავს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს.

„მან თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, უნდა შევეხიდოთ მათ და რუსეთმა აქ უნდა გადმოიტანოს ყურადღება. ჩვენ სოლიდარულები ვართ, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვუწევთ როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე პოლიტიკურად ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ჰააგასთან მიმართებაში თანაინიციატორი ვიყავით წინადადებისა რუსეთის წინააღმდეგ. ვუჭერთ მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ის, რომ აქ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩვენ დეოკუპაცია მოვახდინოთ ომის გზით, ეს არის მოწოდება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს, ამ ქვეყანას ჰქონდეს გამოუსწორებელი კატასტროფული შედეგები", - განაცხადა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა