მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსებმა ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი მოკლეს-ზელენსკი

ნახვები: 449 რუსებმა ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი მოკლეს-ზელენსკი

რუსებმა ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი მოკლეს, - ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავლენიან გამოცემა „ეკონომისტთან" ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობამ არაფერი იცის.

ზელენსკის განცხადებით, კრემლი აკონტროლებს მთელ საინფორმაციო სივრცეს. მისი თქმით, რუსეთი იგივე მეთოდებით მოქმედებს, როგორც 2014 წელს დონბასში იქცეოდა.

„რუსებმა დაბლოკეს ჩვენი დახმარება, რომლიც მარიუპოლში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში, ხერსონსა და ხარკოვში ჩაგვქონდა. თუმცა, ისინი ქალაქებს ვერ აკონტროლებენ. მელიტოპოლსა და ბერდიანსკში რუსები რუბლით ანგარიშსწორებაზე გადადიან. ისინი იტაცებენ მერებს. ზოგიერთი მათგანი მოკლეს. ზოგიერთს ვერ ვპოულობთ. ზოგს მივაგენით და ისინი მკვდრები არიან. ზოგიერთი შეცვალეს. ისინი იგივეს აკეთებენ, რაც 2014 წელს დონბასში გააკეთეს. იგივე ხალხი ატარებს იგივე ოპერაციებს. ეს არის იგივე მეთოდები", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა