მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

ნახვები: 453 კულტურის სამინისტრომ კონკურსის „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა" გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:

1. „შავი ფრინველი", დაფინანსდა სპექტაკლის დადგმა; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „თეატრი ათონელზე";

2. „ქართული პიესის კითხვის დღეები", განმახორციელებელი ა(ა)იპ „მდგმურები". დაფინანსდა კონკურსი სამი ქართველი დრამატურგის შერჩევის მიზნით და გამარჯვებული პიესების კითხვა სამაგიდო ფორმატში. პროექტში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას პიესის ავტორი ქართველი დრამატურგი, რეჟისორები და მსახიობები.

3. „თბილისის კამერული თეატრის გახმოვანების ბაზის შექმნა", დაფინანსდა თეატრის გახმოვანების ბაზით აღჭურვა; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „ახალგაზრდული ხელოვნების განვითარების ფონდი შემოქმედებითი ლაბორატორია".

4. ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ღმერთები", დაფინანსდა თეატრის გასტროლი საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისი, ბათუმი და ოზურგეთი; განმახორციელებელი - შპს „ხვლიკი";

5. „თავისუფალი თეატრის საქმიანობის ხელშეწყობა", დაფინანსდა თეატრის შემოქმედებითი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „თბილისის თეატრალური ცენტრი";

6. პროექტის „ჩვენი თეატრის მოგზაურობა საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა საბავშვო თეატრის გასტროლი საქართველოს ათ ქალაქში: გორი, ხაშური, დედოფლისწყარო, მარნეული, თეთრიწყარო, დუშეთი, ყაზბეგი, ჭიათურა, ზესტაფონი და საჩხერე; განმახორციელებელი - შპს „ჩვენი თეატრი";

7. პროექტის „ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის გასტროლი" ფარგლებში დაფინანსდა თეატრის გასტროლი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი".

კულტურის სამინისტროს ცნობით, კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 230 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა 13-მა განმცხადებელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა