ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

დავით სერგეენკო - მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა

ნახვები: 676 დავით სერგეენკო - მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ხვალვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ახალ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდეს.

სერგეენკოს თქმით, გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო.

„გამიჭირდება დასაბუთება, რამდენად გამოსავლის გასაუმჯობესებელი გადაწყვეტილება იყო გიორგი გახარიას მხრიდან. მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა არა დრამატული, რადგან ხვალვე იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა გაგრძელდეს შეუფერხებლად და სამართალი აღსრულდეს.

გამიჭირდება, სრულყოფილად შევაფასო მისი ნაბიჯი, ეს მოულოდნელი იყო, გულახდილად, დღეს გავიგე. ვიცოდი, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი მასშტაბით დიდია, თუმცა ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს უფრო დრამატულია, ვიდრე პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ა.შ. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, მიუხედავად ამ ნაბიჯის მნიშვნელობისა, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა არ შეფერხდება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს განმარტებით, არასწორი მოლოდინია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურამ მოხსნას ბრალდება.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებებით არ უნდა მოქმედებდეს პრკურატურა, შესაბამისად, მოლოდინები არ შეესაბამება რეალობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა