თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

უკრაინის ხელისუფლებას არაფერი ეჩვენება, ელჩი ქვეყნიდან შემთხვევით არ გაუწვევია-იაგო ხვიჩია

ნახვები: 624 უკრაინის ხელისუფლებას არაფერი ეჩვენება, ელჩი ქვეყნიდან შემთხვევით არ გაუწვევია-იაგო ხვიჩია

„გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საკმარისი არ არის სულ მცირე იქამდე, ვიდრე საქართველოდან ელჩია გაწვეული.

მისივე თქმით, უკრაინას საქართველოდან ელჩი შემთხვევით არ გაუწვევია და საქართველოს ხელისუფლება ამაზე უნდა დაფიქრდეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები მისაღებია, მაგრამ მათი მოწოდება ხელისუფლებამ რომ არ შეასრულოს, მაშინ რა ხდება? 22 არასამთავრობო ორგანიზაცია რა ქმედებას მიმართავს? ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არაფერი ეჩვენება, ელჩი ქვეყნიდან შემთხვევით არ გაუწვევია და საქართველოს შემთხვევით არ აბრალებენ ამორალურ პოზიციას. ხელისუფლებას ამაზე დაფიქრება მართებს, რადგან საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას პამპერსებით ვეხმარებით, ყოველთვის სწორი პასუხი არ არის. ჩემთვის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საკმარისი არ არის სულ მცირე იქამდე, ვიდრე ქვეყნიდან ელჩია გაწვეული", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.

განცხადების მიხედვით, „მმართველმა ძალამ ღიად უნდა დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა