აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება
ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“
ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა
ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები

ბიზნესი შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას ითხოვს - შეხვედრა პრემიერთან

ნახვები: 564 ბიზნესი შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას ითხოვს - შეხვედრა პრემიერთან

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენების მთავარი მოთხოვნები, შაბათ-კვირას მუშაობის უფლება, კომენდანტის საათის გადაწევა და ვაქცინის კომერციალიზაციაა, თუმცა მთავრობამ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
"დავაყენეთ საკითხები, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ამაზე ვიმსჯელოთ, რაზეც მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალ 2 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. ვფიქრობ, ორ კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის ისიც გაუქმდება. ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს ჩვენ ისედაც ვიცავთ და მომავალში კიდევ უფრო მეტად დავიცავთ", - განაცხადა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ.
სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტული თარიღები მომავალ შემსუბუქებასთან დაკავშირებით არ დასახელებულა.
"ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები თქვენგან და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა", - თქვა გახარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა