ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი - მას, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, კლინიკაშივე წაუყენებენ
ემანუელ მაკრონი - გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში
ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია
სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს - ირაკლი კუპრაძე
გიორგი კონდახიშვილი - ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურის ყველა თანამშრომელთან მისი შეთავაზება ძალაშია
ივანიშვილი აგრძელებს ქართული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას -
სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ - ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი ახალ სირცხვილად იქცევა?
თინა ბოკუჩავა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს კამპანიას რეგიონებში - ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩავიტანთ საქართველოს დროშას, ეს დროშა ამაყად იფრიალებს 4 ოქტომბერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - მუშაობის შესაძლებლობა ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ

01.02.2021 ნახვები: 559

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ერთი მხრივ, ეპიდვითარების გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ, გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა იმის კარგ წინაპირობას, რომ გადაიხედოს ეკონომიკის გახსნის დაანონსებული გეგმა და ბაზრობის ტიპის სავაჭრო ობიექტებს თებერვლის პირველივე დღეებში მიეცეთ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით საქმიანობის განახლების საშუალება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ლილო მოლისათვის", როგორც ბაზრობის ორგანიზატორი სუბიექტისა და საქართველოში ყველაზე დიდი ბაზრობის ტიპის სავაჭრო ცენტრისათვის, რომლის საქმიანობაც პირდაპირ და უშუალოდაა დაკავშირებული ათასობით მცირე მეწარმის ყოველდღიურ შემოსავალთან.

შესაბამისად, ბაზრობაზე წარმოდგენილი მეწარმეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის გადამწყვეტია ოპერირების ყოველი დღე, რომელიც ხანგრძლივი შეზღუდვის შემდეგ ბიზნესის გამოცოცხლების შესაძლებლობას გააჩენს.

„უპირველესი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული აუცილებელი რეგულაციები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა და დასაქმებული მეწარმეების ტესტირება, ასევე პირბადის ტარებისა და დისტანცირების წესები. ვფიქრობთ, ბიზნესი ამ წესების დაცვისათვის სათანადოდ მოემზადა და მაქსიმალურად გახსნილია მაკონტროლებელ ორგანოებთან სათანამშრომლოდ. ამ პირობების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, მოლებთან ერთად თებერვლის პირელი რიცხვებიდან ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ ფუნქციონირების შესაძლებლობა. ერთი მხრივ, ეს იქნება სამართლიანი მიდგომა, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს და ათასობით ჩვენს თანამემამულეს დაუბრუნებს საარსებო წყაროს.

მესამე და მთავარი კი ისაა, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვის მკაცრი კონტროლი საშუალებას მისცემს, საკოორდინაციო საბჭოსა და ადმინისტრციულ ორგანოებს რისკების დანახვისთანავე მკაცრი რეაგირება მოახდინოს ყოველ ცალკეულ დარღვევაზე. თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ბიზნესი უკვე მზად არის, ახალ რეალობაში საქმიანობის განახლებისთვის და ამის საჭიროება არ დადგება", - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა