მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ, სად არიან მათი შვილები

ნახვები: 454 ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ, სად არიან მათი შვილები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ, სად არიან მათი შვილები.

ზელენსკის თქმით, დაღუპულების გარდა, მათ ათასობით ტყვე ჰყავთ, ინფორმაციის მოძიება კი ინტერნეტში გავრცელებული ნომრების საშუალებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ არ გვჭირდებოდა 13 700 დაღუპული რუსი სამხედრო, ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვსურს და გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი ხელისუფლების შიში გაქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ტყვეებს შორის წვევამდელებიც არიან, ნაწილი კი რუსეთში დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა