მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი-მარიუპოლის მერის მოადგილე

ნახვები: 448 მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი-მარიუპოლის მერის მოადგილე

რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, 80-90 პროცენტი დაბომბილია. ერთი შენობაც კი არ დგას დაზიანებების გარეშე. მთლიანადაა დანგრეული, ან დაზიანებული“, – აღნიშნა მარიუპოლის მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ქალაქში თითქმის არ მუშაობს ინფრასტრუქტურა, არ არის წყალი და მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში თოვლს ადნობს.

მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქს დაუყოვნებლივ სჭირდება ჰუმანიტარული დერეფანი.

„მხოლოდ ერთი რამ გვინდა – ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შემოვიტანოთ. 11 დღეა, ამას ვცდილობთ. ჩვენი ბოლო ჰუმანიტარული დახმარება ოთხი დღე იყო გზაში, რუსები მას მარიუპოლში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ“, – განაცხადა მარიუპოლის მერის მოადგილემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა