მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

არავითარი იმპიჩმენტის პროცედურა დღის წესრიგში არ დგას-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 456 არავითარი იმპიჩმენტის პროცედურა დღის წესრიგში არ დგას-ანრი ოხანაშვილი

აჟიოტაჟი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს, არის ტყუილი, არავითარი იმპიჩმენტის პროცედურა დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, რაც შეეხება კომპეტენციათა საკითხზე დავას, კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს, ხოლო წარმომადგენლობას - პრეზიდენტი.

„ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ლეგიტიმაცია პრეზიდენტისთვის მინიჭებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელოს.

როცა მთავრობას მიაჩნია, რომ კონკრეტული კომპეტენცია ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით მას აქვს მიკუთვნებული, მაგრამ პრეზიდენტი ამ უფლებამოსილების განხორციელებაში აბრკოლებს, წარმოიშვება დავა, ეს ლეგიტიმურია თუ არა. აღნიშნულ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს.

პრეზიდენტთან დაპირისპირების არც ინტერესი და არც განზრახვა არ გვამოძრავებს. მიუღებელი იქნებოდა, თუ ვხედავთ, რომ ვინმე კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებს და ამას რეაგირებას გარეშე ვტოვებთ, ეს დიდი შეცდომა იქნებოდა და თითოეული მოქალაქისთვის მიუღებელი. ჩვენი ვალია, კონსტიტუციის ჩარჩოში ვიმოქმედოთ, არანაირი დაპირისპირების და პროცესის კინკლაობაში გადაზრდის ინტერესი არ აქვს. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს განემარტა, თუ რატომ იყო მიზანშეწონილი და აუცილებელი საქართველოში მისი ყოფნა - არის საკითხები, რაზეც შეიძლება საჯაროდ, პირდაპირ ვერ ვისაუბროთ. როდესაც ამას არ ითვალისწინებ, ძალიან უსიამოვნო ფაქტია.

საქართველოს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას ვერ წარმართვა და ვერ განახორციელებს, რადგან მას ამის პრეროგატივა არ გააჩნია. ამის მიუხედავად, როცა პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მას საგარეო პოლიტიკის განხორციელება შეუძლია, ალოგიკურია, თუ რაში შეიძლება, ეს ჯდებოდეს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა