EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს

ნახვები: 299 ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, სასამართლომ ღარიბაშვილის საქმეზე დახურული სხდომის საჯაროდ გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუმცა სასამართლოს დამოკიდებულების შეცვლაზე საუბარი ნაადრევია.

„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს განჩინებით დახურული სასამართლო სხდომა კვლავ საჯაროვდება. ეს გვისახავს გარკვეულ იმედს, რომ შესაძლებელია ეს სასამართლო პროცესი წარიმართოს იმ სამართლებრივი ნორმების დაცვით, რომელსაც ვითხოვთ დიდი ხანია“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. მისივე შეფასებით, ბრალდებისა და საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები ყოფილი პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციასა და პოლიტიკიდან ჩამოშორებას ემსახურება.

„ჩვენ არავითარი მოლაპარაკება არ გვაქვს სასამართლოს მიღმა. ამ ფაქტით მსჯელობა მხოლოდ დამოკიდებულების შეცვლაზე ძალიან ნაადრევია. ამას დაგვანახებს მომავალი სასამართლო სხდომები“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ღარიბაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე უკვე მსჯავრდადებულია. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა