EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი რჩება – შს მინისტრის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საფრთხე არსებობს

ნახვები: 339 ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი რჩება – შს მინისტრის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საფრთხე არსებობს

 

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი რჩება, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, შენობის შემდგომი ნგრევის საფრთხე რეალურია, რის გამოც მაშველებს სამუშაოების მიმართულების შეცვლა მოუხდათ.

მინისტრის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი გამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ოთხივე კონტაქტურია. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში დაზიანება აქვს.

„გვაქვს უბედური შემთხვევა, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, 4 პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა ყველა კონტაქტურია. ასევე, სამწუხაროდ, ნანგრევებშია 7 პირი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა შენობის კონსტრუქციის დაზიანება დამატებით საფრთხეს ქმნის.

„ნახევარი საათის წინ გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა და ბიჭები უკანა მხრიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

თამაზაშვილის განცხადებით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. მისი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივ აირსა და გამათბობლის ჩართვას უკავშირდება.

„აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, – განაცხადა მინისტრმა.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების ხმა დაახლოებით 09:00 საათზე გაისმა. აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში დარჩენილი შვიდი ადამიანის მოსაძებნად მუშაობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ფოტო: IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა