EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში ბავშვებიც არიან მოყოლილი

ნახვები: 347 ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში ბავშვებიც არიან მოყოლილი

 

თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კლინიკაში ოთხი ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ, თუმცა შენობის შემდგომი ნგრევის საფრთხის გამო სამუშაოები გარკვეული დროით შეჩერებული იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა შვიდამდე ადამიანი იყოს მოყოლილი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების შედეგად კორპუსის რამდენიმე სართული ჩამოინგრა.

„ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი [ნანგრევების] დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირის თქმით, ნანგრევებში მისი 57 წლის მეგობარია მოყოლილი.

„ორი ბავშვია მოყოლილი, პატარები“, – განუცხადა „ტვ პირველს“ კიდევ ერთმა თვითმხილველმა.

ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო. შენობის ტექნიკური მდგომარეობისა და აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესახებ ოფიციალური დასკვნა ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან კორპუსის მცხოვრებლების ახლობლები, რომლებიც ნანგრევებში შესაძლო დარჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.

ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია ოთხი ადამიანის კლინიკაში გადაყვანა. ნანგრევებში შესაძლო დარჩენილი ადამიანების რაოდენობა და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ფოტო - IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა