EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

ნახვები: 298 ევროკავშირი რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

 

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქიმიური იარაღის ნებისმიერი ფორმით გამოყენება და სრულად შეასრულოს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით (CWC) ნაკისრი ვალდებულებები. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უკრაინის ეროვნული საგამოძიებო ანგარიშის დასკვნები მიუთითებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში, ფრონტის ხაზზე, მასობრივად და სისტემატურად იყენებენ არეულობის კონტროლისთვის განკუთვნილ ქიმიურ საშუალებებს (RCA), რომელთა საომარ მოქმედებებში გამოყენება ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით აკრძალულია.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ვითარებაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და თითოეული ასეთი შემთხვევა საფუძვლიან გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას მოითხოვს.

„ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერი მხარის – იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი – მიერ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ასეთი გამოყენების თითოეული შემთხვევა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ, დამნაშავეები კი – პასუხისგებაში მისცენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე აცხადებს, რომ მზად არის, დამატებითი სანქციები დაუწესოს ქიმიური იარაღის გამოყენებაში პასუხისმგებელ პირებს. უწყება აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ უკვე გაახანგრძლივა შესაბამისი შემზღუდავი ზომები.

განცხადებაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) მოუწოდებენ, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენოს საკუთარი მანდატი და ხელი შეუწყოს კონვენციის დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას.

„ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ ყველა ქიმიური თავდასხმის განმახორციელებელთა იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. ქმედითი პასუხისმგებლობის მექანიზმის გარეშე, ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციას (CWC) და ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო გლობალურ ნორმას სანდოობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება“, – აცხადებენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში.

ევროკავშირი დადებითად აფასებს უკრაინის შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებულ გამოძიებას და აღნიშნავს, რომ გამოყენებული საგამოძიებო მეთოდოლოგიის სისწორე OPCW-მ დაადასტურა.

ევროკავშირის განცხადებით, აუცილებელია ქიმიური იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა, რათა შენარჩუნდეს ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო მექანიზმების ეფექტიანობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა