EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბელამდე გაიზარდა – დარღვევისთვის ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა

ნახვები: 401 ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბელამდე გაიზარდა – დარღვევისთვის ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

ხმაურის დონის მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმებისას სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბებისთვის შემდეგი სანქციებია გათვალისწინებული:

  • პირველი დარღვევა – 100 ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება;

  • განმეორებითი დარღვევა – 200 ლარის ჯარიმა და 20 ქულის დაკლება;

  • მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევა – 300 ლარის ჯარიმა და 30 ქულის დაკლება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა