EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ზელენსკი: საჰაერო თავდაცვა უკრაინის მთავარი პრიორიტეტია – პარტნიორებს რაკეტები საწყობებში არ უნდა ეწყოთ

ნახვები: 217 ზელენსკი: საჰაერო თავდაცვა უკრაინის მთავარი პრიორიტეტია – პარტნიორებს რაკეტები საწყობებში არ უნდა ეწყოთ

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მთავარი პრიორიტეტია. მან საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას დამატებითი ჩამჭრელი რაკეტები მიაწოდონ. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ის ჩვენი თავდაცვის „ალფა“ და „ომეგაა“. სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია, რომ საკმარისი რაოდენობის რაკეტები მოგვაწოდონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მუდმივად იყენებს „შაჰიდის“ ტიპის დრონებს, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს, რის გამოც საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჭირო ჩამჭრელი რაკეტები აქვთ შეერთებულ შტატებს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და სხვა პარტნიორებს და ისინი „უბრალოდ საწყობებში არ უნდა ეწყოთ“.

მანამდე, ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე ონლაინ გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 40 ერთეული F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი სჭირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ მოკავშირეებს ასევე მოუწოდა, ქვეყანას მეტი ფრანგული Mirage-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გადასცენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა