EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია

ნახვები: 506 დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, მას უკიდურესად მძიმე შედეგები ელის. ამის შესახებ ტრამპმა ფილიპინებში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება CNN.

„თუ ეს მოხდება, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ ირანი ამერიკის ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა ვაშინგტონი გავრცელებულ სადაზვერვო ინფორმაციას განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება.

„იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ისინი გიჟები არიან. აი, რატომ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ფილიპინებში 17 ნოემბერს ჩავიდა, სადაც ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის ლიდერებს შეხვდა. მანილაში ვიზიტის ფარგლებში ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, CNN-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ამუშავებს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმის გეგმებს, რომლებიც ე.წ. „ბინძური ბომბის“ აფეთქებას ან ქიმიური იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს.

ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანს თავდასხმის განხორციელების საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა