EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება

ნახვები: 327 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი ატმოსფერული ნალექებისგან სრულად არის დაცული. უწყების ინფორმაციით, დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ტაძრის მხატვრობასა და უნიკალურ მოზაიკას წყლის შეღწევისგან იცავს.

სააგენტო გელათის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ძეგლთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო. სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოებაში ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტისა და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას ემსახურება, ვინც ქვეყანაში ძეგლთა დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ერთ-ერთ შემთხვევაში წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია ტაძრის შიდა სივრცედ წარმოაჩინეს. ამის საფუძველზე კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დროებითი გადახურვა ძეგლს წყლის შეღწევისგან ვერ იცავდა.

სააგენტოს განმარტებით, გელათის მთავარი ტაძრის დროებითი სახურავი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციით მოეწყო. კონსტრუქცია გერმანული კომპანია „ლეიერისა“ (Layher) და ქართველი არქიტექტორების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

„სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა“, – აცხადებს სააგენტო.

უწყების ინფორმაციით, ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და დროებითი სახურავის მოხსნა 2027 წლის ბოლოს იგეგმება.

„ტაძრის შიდა და არა გარე სივრცე სრულად არის და იქნება დაცული ყველა ტიპის ნალექისგან“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა