EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია

ნახვები: 354 პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
დავით ფეიქრიშვილის საქმის პროკურორის, დავით დევიძის განცხადებით, ბრალდებულის ტელეფონები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს და დალუქეს. მისი თქმით, პროკურატურას აღნიშნული ნივთების შენახვაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა.

დევიძე ამ განცხადებით გამოეხმაურა დავით ფეიქრიშვილის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მისი წამების მიზანი პირადი ტელეფონის პაროლის მოპოვება იყო.

„ტელეფონები საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს და დალუქეს. საქმიდან ირკვევა, რომ მათი შენახვის ადგილად მითითებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, ფეიქრიშვილის მტკიცება, თითქოს ტელეფონის შენახვაზე პასუხისმგებელი პროკურორი იყო, უსაფუძვლოა.

„დავით ფეიქრიშვილის განცხადება, რომ მისი ტელეფონის შენახვაზე პროკურორი იყო პასუხისმგებელი, აბსურდია. პროკურორს მის ნივთებთან შემხებლობა არ ჰქონია. აღნიშნული ტელეფონები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი“, – აღნიშნა დევიძემ.

პროკურორი ასევე გამოეხმაურა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისი აცილების შესახებ, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დევიძის განმარტებით, ადვოკატებმა ვერ დაიცვეს შუამდგომლობის დაყენების კანონით განსაზღვრული წესი და ვერ დაასაბუთეს გარემოებები, რომლებიც პროკურორის ობიექტურობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

„დაცვის მხარემ დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნა და ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“, – განაცხადა მან.

დევიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ფეიქრიშვილის დედამ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა, მიიღეს გადაწყვეტილება, ბრალდებულისთვის ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცათ.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილი ამტკიცებს, რომ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, ვატო ყიფიანი და შოთა ყიფიანი მასთან საკანში ტელეფონების გასახსნელად შეუშვეს. მისი განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა გიჩო მარგველაშვილს დაურეკეს, რომელმაც ვიდეოკავშირის საშუალებით ფეიქრიშვილს მისი პირადი ტელეფონი აჩვენა და პაროლის გამხელა მოსთხოვა.

ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკვე ნაცემი და ნაწამები იყო. მან სასამართლო პროცესზე პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა