EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს – დანაშაულს სავარაუდოდ ქონებრივი დავა უძღოდა წინ

ნახვები: 317 თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს – დანაშაულს სავარაუდოდ ქონებრივი დავა უძღოდა წინ
თბილისში, სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოება, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებულმა მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა თავად ბინას არ ტოვებდა. სააგენტოს ცნობით, ცოლ-ქმარს მისი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება 11 ნოემბერს ჰქონდა დაგეგმილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს ბრალდებულმა ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელ კორპუსში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი მიიმალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა