EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა

ნახვები: 368 ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
საქართველომ ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის პირობების დასაცავად გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და მმართველობის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო უკან დაიხია. ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში არის ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ არათუ არ გამოასწორა ევროკომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, არამედ მიიღო დამატებითი შემზღუდველი კანონები, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

„საქართველომ თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა, რომლებიც მე-7 ანგარიშში იყო გაცემული. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან კიდევ უფრო უკან დაიწია, კონკრეტულად კი მმართველობისა და კანონის უზენაესობის კრიტიკულად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, რაც უვიზო მიმოსვლის მიცემის საფუძველს წარმოადგენს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკომისიის ინფორმაციით, საქართველოსთვის 2024 და 2025 წლებში გაცემული რეკომენდაციები, პირველ რიგში, ფუნდამენტური უფლებების დაცვას, დისკრიმინაციასთან და კორუფციასთან ბრძოლას ეხებოდა. თუმცა 2025 წლის ივლისში ჩატარებულმა ფორმალურმა მოკვლევამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ მაკორექტირებელი ზომები არ მიიღო.

ანგარიშის თანახმად, დარღვევების გაგრძელების გამო, ევროკომისიამ 2026 წლის 6 მარტიდან, თავდაპირველად 12 თვით, აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი. მისი პირველი ეტაპი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხო, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ 2026 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული დამატებითი დიალოგიც უშედეგო აღმოჩნდა და იმ პრობლემების მოგვარების მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა, რომლებმაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედება განაპირობა.

საქართველოს რიგითი მოქალაქეები შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მოგზაურობით 2017 წლის მარტიდან სარგებლობენ. ანგარიშში აღწერილი შეჩერების პირველი ეტაპი მათ არ ეხება.

წყარო: ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი, საქართველოს შესახებ 2026 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში.
Enlargement and Eastern Neighbourhood
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა